ჩარლი კირკი

ტრამპის თქმით, ჩარლი კირკის მკვლელობაში ბრალდებული პირი დაკავებულია

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, კონსერვატორი აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობაში ბრალდებული პირი დაკავებულია.

ამის შესახებ ტრამპმა Fox News-ის ეთერში განაცხადა.

ტრამპმა აღნიშნა, რომ ბრალდებულის დაკავება ფედერალური და ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების ეფექტური საერთო მუშაობის შედეგად მოხერხდა.

ცნობისთვის, 10 სექტემბერს ჩარლი კირკი Utah Valley-ს უნივერსიტეტის კამპუსში სტუდენტებთან შეხვედრისას ცეცხლსასროლი იარაღით ყელის არეში დაჭრეს. რამდენიმე საათში ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

კომენტარები