ჩარლი კირკი

FBI-მ ჩარლი კირკის მკვლელობასთან დაკავშირებული პირის სურათები გაასაჯაროვა

FBI-ის მიერ გასაჯაროებული ფოტოები

აშშ-ს გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) ტრამპის მოკავშირისა და ცნობილი კონსერვატორი აქტივისტის ჩარლი კირკის მკვლელობასთან დაკავშირებული პირის სურათები გაასაჯაროვა.

უწყება მოქალაქეებს პირის იდენტიფიცირებაში დახმარებას სთხოვს.

FBI მოქალაქეებს კირკის მკვლელობასთან დაკავშირებული პირების შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ, რომელიც უწყებას ეჭვმიტანილების დაკავებაში დაეხმარება, 100 000 დოლარის ოდენობის ჯილდოს სთავაზობს.

მანამდე, FBI-მ განაცხადა, რომ გამომძიებლებმა დანაშაულის ადგილიდან ახლოს მძლავრი ცეცხლსასროლი იარაღი იპოვეს, რომლითაც სავარაუდოდ კირკს ესროლეს.

AP News-ის ინფორმაციით, გამომძიებლებმა ნაპოვნი იარაღის მჭიდში 3 ტყვია აღმოაჩინეს, რომლებსაც ახლა ექსპერტიზა უტარდება.

ცნობისთვის, გუშინ კირკი Utah Valley-ს უნივერსიტეტის კამპუსში სტუდენტებთან შეხვედრისას ცეცხლსასროლი იარაღით ყელის არეში დაჭრეს. რამდენიმე საათში ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

კომენტარები