ტრამპის მოკავშირისა და ცნობილი კონსერვატორი აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელი ამ დრომდე არ დაუკავებიათ.
გამოძიებას აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) და იუტას შტატის ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანო ხელმძღვანელობენ.
გამოძიების ფარგლებში ამ დრომდე ორი ეჭვმიტანილი დააკავეს, თუმცა ისინი მალევე გაათავისუფლეს. ოფიციალური პირების განცხადებით მათ დანაშაულთან კავშირი არ ჰქონდათ.
ცნობისთვის, გუშინ კირკი Utah Valley-ს უნივერსიტეტის კამპუსში სტუდენტებთან შეხვედრისას ცეცხლსასროლი იარაღით ყელის არეში დაჭრეს. რამდენიმე საათში ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.





