ტრამპის მოკავშირე და ცნობილი კონსერვატორი აქტივისტი, 31 წლის ჩარლი კირკი, რომელიც Utah Valley-ს უნივერსიტეტის კამპუსში სტუდენტებთან შეხვედრისას ცეცხლსასროლი იარაღით ყელის არეში ცოტა ხნის წინ დაჭრეს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ინფორმაცია კირკის გარდაცვალების შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ მედიაში გაავრცელა.
სოციალურ ქსელში რამდენიმე საათის წინ გავრცელდა ვიდეო, სადაც ღია ცის ქვეშ სტუდენტებთან შეხვედრისას ისმის გასროლის ხმა, რის შემდეგაც კირკი სკამიდან ვარდება. FBI-ს დირექტორის, კაშ პატელის მიხედვით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი დაკავებულია.





