მე მოვინახულე ლევან ხაბეიშვილი, გადმოგცემთ მის სიტყვებს - ის არის პოლიტიკოსი, რომელიც დაკავებულია პოლიტიკური განცხადებისთვის, იგი დააკავეს იმისთვის, რომ მას ჰქონდა რწმენა გამარჯვების და არ უნდოდათ, რომ ეს რწმენა გადაედოს ხალხს.
იგი ამბობს, რომ ბრძოლა უნდა გაგრძელდეს ბოლომდე და მას აქვს იგივე მესიჯი ყველა ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომელთან - შეთავაზება არის ძალაში, ის პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც კეთილსინდისიერად შეასრულებენ თავიანთ მოვალეობას, არ შეასრულებენ უკანონო ძალადობაზე დავალებებს და გადავლენ ხალხის მხარეს, მომავალი ხელისუფლება მათ დააჯილდოვებს ძალიან სოლიდური ფულადი ჯილდოთი. ეს არის ლევანის დანაბარები და ბრძოლა ბოლომდე, ეს არის მისი მესიჯი.
კიდევ ერთხელ - ლევანის სიტყვებია, რომ იგი არის დაკავებული პოლიტიკური განცხადების გაკეთებისთვის, ეს ბრალდება, რომელიც მოიცავს თითქოს ქრთამის შეთავაზებას, არის აბსურდული.
მის სიტყვებს ვამბობ, ხელისუფლება, რომელიც მოვიდა "ხუთი მილიონი თითო სოფელს" მესიჯით, ლევანს აპატიმრებს იმ დაპირებისთვის, რომელსაც იგი, როგორც პოლიტიკოსი, სთავაზობს როგორც მომავალი ხელისუფლების წარმომადგენელი ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს, თავიანთი უფლება-მოვალეობების კეთილსინდისიერად შესრულებისთვის.





