პოლონეთი-ბელარუსი

რუსეთ-ბელარუსის წვრთნების ფონზე, პოლონეთი ბელარუსთან საზღვარს სრულად ჩაკეტავს

პოლონეთის პრემიერმინისტრი დონალდ ტუსკი
EFE/EPA/Pawel Supernak

პოლონეთის პრემიერმინისტრის, დონალდ ტუსკის თქმით, ბელარუსში რუსულ-ბელარუსული სამხედრო სწავლება "ზაპად 2025-ის" გამო საზღვარს სრულად ჩაკეტავენ.

"ხუთშაბათს, საღამოს ჩავკეტავთ საზღვარს ბელარუსთან, რკინიგზის ჩათვლით." - თქვა ტუსკმა.

ტუსკმა წვრთნებს, რომლებიც 12 სექტემბერს დაიწყება, "აგრესიული" უწოდა. ამ წლის რუსულ-ბელარუსული უდიდესი სამხედრო სწავლება 16 სექტემბერს დასრულდება. განცხადებების მიხედვით, მონაწილეობას მიიღებს ათასობით სამხედრო და თანამედროვე საბრძოლო ტექნიკა.

აქამდე ლიტვის არმიის მეთაურმა, რაიმუნდას ვაიკშნორასმა თქვა, რომ რუსეთ-ბელარუსის სამხედრო წვრთნების პარალელურად ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და პოლონეთში 40 000-მდე სამხედრო იქნბება მობილიზებული. ამას გარდა, ლიტვამ, წვრთნების წინ, საკუთარი საჰაერო სივრცის ნაწილი ჩაკეტა. 

კომენტარები