პოლონეთი-ბელარუსი

პოლონეთის ხელისუფლება თავის მოქალაქეებს ბელარუსის დატოვებისკენ მოუწოდებს

პოლონეთის ხელისუფლება თავის მოქალაქეებს ბელარუსის დატოვებისკენ მოუწოდებს

"ჩვენ ვურჩევთ ბელარუსის ტერიტორიაზე მყოფ პოლონეთის მოქალაქეებს, დატოვონ ქვეყნის ტერიტორია ხელმისაწვდომი კომერციული და კერძო საშუალებებით". - წერია პოლონეთის მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციაში.

ამასთან ერთად, სექტემბერში პოლონეთის ხელისუფლებამ თავის მოქალაქეებს რუსეთის დატოვებისკენ მოუწოდა.

ურთიერთობა ოფიციალურ ვარშავასა და მინსკს შორის 2021 წელს გაუარესდა, როდესაც პოლონეთმა ბელარუსი თავის საზღვართან მიგრაციული კრიზისის ხელოვნურად შექმნაში დაადანაშაულა. ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის კიდევ უფრო დაიძაბა უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის შედეგად.

კომენტარები