კალათბურთის ნაკრები

კალათბურთის ნაკრებს ევრობასკეტზე მეოთხედფინალში გასვლისთვის 3 მილიონი ლარით დააჯილდოვებენ

კალათბურთის ნაკრები
საქართველოს კალთბურთის ფედერაცია

საქართველოს კალათბურთის ნაკრებს ევრობასკეტ 2025-ზე მეოთხედფინალში გასვლისთვის 3 მილიონი ლარით დააჯილდოვებენ.

ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ სურთ ეს ისტორიული შედეგი მთავრობის მხრიდან აღნიშნონ შესაბამისი ფულადი პრემიითაც.

"ვფიქრობთ, რომ 3 მილიონი ლარი გამოიყოს უკვე მიღწეული წარმატებისთვის და ყოველი შემდეგი მოგებული თამაშისთვის ევრობასკეტზე, ასევე დავაწესებთ 3 მილიონ ლარს." - თქვა კობახიძემ.

საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა ევრობასკეტის მერვედფინალში საფრანგეთი 80:70 დაამარცხა და ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა.

კომენტარები