მეგობრებო, თქვენ კარგად იცით, რომ არასდროს გაგვიწყვეტია კავშირი მოსახლეობასთან, რადგან ვგრძნობთ უდიდეს პასუხისმგებლობას ამომრჩევლის წინაშე, ვინც გვანდო ქვეყნის და ქალაქის ბედი.
სწორედ ამიტომ, წინასაარჩევნო კამპანია დავიწყეთ ადრიანად, რათა ყველასთან მივსულიყავით, მიგვეტანა ჩვენი სათქმელი, გაგვეზიარებინა სამომავლო გეგმები, მოგვესმინა თქვენთვის.
ყველა ხედავს, როგორი მუდმივი რყევების და ხელოვნურად შექმნილი დაძაბულობის ქვეშ გვიწვეს ცხოვრება. ის რაზეც ქართული ოცნება ბოლო წლებია ხმამაღლა და დაუფარავად საუბრობდა, დღეს მსოფლიოსთვის გახდა ცხადი.
გჯეროდეთ, არც ერთი ნაბიჯი არ იქნება გადადგმული საქართველოს და მისი ხალხის ინტერესების საზიანოდ. ეს ქვეყანა არის ჩვენი, საქართველოს თითოეული მოქალაქის და არავის მივცემთ უფლებას გვმართოს და დაგვიმონოს. ამისთვის არ უბრძოლიათ ჩვენ გმირ წინაპრებს, მათ სისხლით მოიპოვეს დამოუკიდებლობა.





