ივანიშვილის რეჟიმი

პაპუაშვილი აქციაზე: ოცნების შტაბთან ნაცი ორკების პარადი მოაწყვეს

გუშინ ღამე, ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის წინ, ფაქტობრივად, ნაცი ორკების თავყრილობა გაიმართა. ეს არის ზუსტად ის სახე, რაც ნაცობას, როგორც იდეოლოგიას აქვს [...] გუშინ იქ ორკების პარადი მოაწყვეს - გინება, ძალადობა, ფაშისტური ყიჟინა, ტიტუშკების მიერ ადამიანების დადევნება. ეს ორკების პარადი, რაც გუშინ ვნახეთ, არის ის, თუ რას უშვრება ნაცობა ადამიანს. ნაცობა პარტიის წევრობა არაა, იდეოლოგიაა, რომელიც გულისხმობს - რომ უნდა დაიცალო ადამიანური ღირებულებებისგან, შენთვის სხვა ადამიანის პატივისცემა არაფერს უნდა წარმოადგენდეს, შენი სამშობლო უნდა იყოს მეჩვიდმეტეხარისხოვანი, ავტორიტეტი უნდა იყოს უცხო ქვეყნის ელჩი და პოლიტიკოსი, შენი დროშა უნდა იყოს უცხო ქვეყნის დროშა და სხვა ადამიანების დეჰუმანიზებას უნდა ახდენდე [...]

ორკებისგან ბექა ოდიშარიაზე სამარცხვინო თავდასხმა ვიხილეთ. ყველა ნაც ტიტუშკას ყოველთვის საკადრისი პასუხი გაეცემა. ეს ორკები, რომლებიც გუშინ ღამე გამოძვრნენ და დაბორიალობდნენ, ნაცობის სახეა. 

თქვა ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 3 სექტემბერს, მელიქიშვილის გამზირზე გამართულ აქციაზე, სადაც მოქალაქეებმა კახა კალაძის შტაბის გახსნა გააპროტესტეს.

კომენტარები