წულუკიანის კომისია

წულუკიანი: დასკვნაში ნათქვამია, რომ ვარდების რევოლუცია იყო სახელმწიფო გადატრიალება

თქვენ წინაშე არის დასკვნა, რომელიც სანდო ფაქტებითა და ინფორმაციებით არის სავსე. [...] ჩემი სურვილი იქნებოდა, განათლების სამინისტრომ ეს დასკვნა განიხილოს, თუმცა ეს არ არის ოფიციალური რეკომენდაცია, ჩემს აზრს ვამბობ ამ შემთხვევაში და საქართველოს ისტორიის სასწავლო წიგნებში ალბათ უნდა გადაისინჯოს 2004-2012 წლის პერიოდი, როგორ არის მიტანილი ახალგაზრდებამდე. იმიტომ რომ პრაქტიკულად დარწმუნებულიც ვარ, ის რაც ამ დასკვნაში წერია ახალგაზრდა თაობამ საერთოდაც არ იცის. რაც თავისებური ტრაგედიაა. [...]

დასკვნაში ფაქტებით და ინფორმაციებით, შესწავლილი და ნათქვამია ის, რომ ვარდების რევოლუცია იყო სინამდვილეში სახელმწიფო გადატრიალება.

თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში მისი კომისიის დასკვნის წარდგენისას.

კომენტარები