წულუკიანის კომისია

კომისიის დასკვნა არის ბოლო შანსი უცხოური ძალებისთვის, რომ დაგმონ ენმ – პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

ივანიშვილის წარმომადგენლის, შალვა პაპუაშვილის თქმით, წულუკიანის კომისიის ანგარიშის ყველა უცხოური ძალისთვის იქნება "ბოლო შანსი ყველა უცხოური ძალისთვის, რომ საბოლოოდ გაიაზროს რა ტიპის რეჟიმს უჭერდნენ მხარს და რა ტიპის პოლიტიკურ დაჯგუფებას უჭერდნენ მხარს - შეაფასონ და დაგმონ ნაციონალური მოძრაობის დიქტატორული რეჟიმი".

პაპუაშვილის თქმით, თუკი ისინი ამ შანს "ხელიდან გაუშვებენ", ამას ქართველი ხალხი ამას უკვე ნამდვილად აღარ აპატიებს.

"ეს არის ფაქტობრივად ისტორიული კვლევის მსგავსი დოკუმენტი. მინდა ვისარგებლო შემთხვევით, მადლობა გადავუხადო კომისიას, მის თავმჯდომარეს თეა წულუკიანს, რომელმაც ასე დეტალურად იმუშავეს, იმისთვის, რომ ყველამ იცოდეს, როგორ დაგვიმყარეს დიქტატურა თვალსა და ხელს შუა.

ჩვენ 2012 წლის შემდეგ ვნახეთ პერიოდი, როდესაც ეს დიქტატორები, რეჟიმის შემქმნელები, წამების რეჟიმის შემქმნელები მიღებულები იყვნენ სხვადასხვა უცხოური ორგანიზაციების კორიდორებში, ვხედავდით მიხეილ სააკაშვილს, რომელიც მსჯავრდებული იყო უკვე ამ დანაშაულებისთვის და მისი სხვა გარემოცვაც მიღებული იყო. უკრაინის ხელისუფელბა იხუტებდა და დღემდე იხუტებს წამების რეჟიმის შემქმნელებს და თან ცალი ხელით ძმობას და მეგობრობას ეფიცება ქართველ ხალხს. მე მინდა ყველას ვუთხრა, რომ ეს დოკუმენტი არის ახლა შესაძლებლობა, შანსი რომ ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა ხელახლა დაიბრუნონ, რომ შეაფასონ მიხეილ სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის რეჟიმი.

ახლა არის მომენტი და ბოლო შანსი ყველა უცხოური ძალისთვის, რომ საბოლოოდ გაიაზროს რა ტიპის რეჟიმს უჭერდნენ მხარს და რა ტიპის პოლიტიკურ დაჯგუფებას უჭერდნენ მხარს - შეაფასონ და დაგმონ ნაციონალური მოძრაობის დიქტატორული რეჟიმი. ეს არის შანსი ყველასთვის.

მოვუწოდებ ყველა უცხოელს, ხელისუფლების წარმომადგენელი იქნება, სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენელი იქნება, რომ ეს შანსი მეორეჯერ აღარ გაუშვან ხელიდან, რადგან ქართველი ხალხი ამას უკვე ნამდვილად აღარ აპატიებს, რომ ამ მტკიცებულების შემდეგ კიდევ თქვა, თითქოს მიხეილ სააკაშვილი იყო მოდერნიზატორი, დემოკრატიის შუქურა, პროევროპელი და ა.შ. ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს დღევანდელი განხილვის შემდეგ". - თქვა პაპუაშვილმა. 

კომენტარები