სლოვაკეთის პრემიერმინისტრის, რობერტ ფიცოს თქმით, ის ჯერ ჩინეთში ვლადიმირ პუტინს, შემდეგ კი სლოვაკეთში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში ფიცომ აღნიშნა, რომ ის ჩინეთში სი ძინპინთან და ვლადიმირ პუტინთან შესახვედრად მიემგზავრება, შემდეგ კი სლოვაკეთის აღმოსავლეთ ნაწილში ჩავა, სადაც ვოლოდიმირ ზელენსკის უმასპინძლებს.
სლოვაკეთის პრემიერი პეკინში "მეორე მსოფლიო ომში მილიტარისტულ იაპონიაზე გამარჯვების" მე-80 წლისთავისადმი მიძღვნილ აღლუმს დაესწრება, რომელიც 3 სექტემბერსაა დაგეგმილი.
უკრაინულ მხარეს ფიცოსა და ზელენსკის შეხვედრასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.





