პროევროპული აქციების დროს დაკავებული ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულის მომდევნო სასამართლო სხდომა 12 სექტემბერს 12 საათზე ჩაინიშნა. პროცესზე დასკვნით სიტყვას იტყვიან თავად ბრალდებულები და მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი, სავარაუდოდ, გამოაცხადებს განაჩენს.
დღევანდელ სხდომაზე დასკვნითი სიტყვები თქვეს ადვოკატებმა შოთა თუთბერიძემ და დარია სამოდუროვამ.
რუსეთის მოქალაქეები 2024 წლის 17 დეკემბერს დააკავეს და მათ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვას ედავებიან, რაც 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.





