ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

ისრაელის ბლოკადის გასარღვევად ტუნბერგი ნავით ღაზისკენ მეორედ დაიძრა

შვედი აქტივისტი გრეტა ტუნბერგი

31 აგვისტოს, ბარსელონადან ღაზას მიმართულებით, ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული რამდენიმე ნავი დაიძრა.

ერთ-ერთ ნავზე შვედი აქტივისტი გრეტა ტუნბერგი იმყოფება.

"ეს მისია არის გამოწვევაა ექსტრემალურად ძალადობრივი საერთაშორისო სისტემისთვის, რომელიც საერთაშორისო კანონს არ აღასრულებს". – განაცხადა ტუნბერგმა გამგზავრების წინ.

ცნობისთვის, 9 ივნისს ისრაელმა დააკავა ნავი, რომელიც ისრაელის მიერ შემოღებული საზღვაო ბლოკადის გარღვევასა და ღაზის სექტორში ჩაღწევას ცდილობდა. ნავზე მყოფ 12 პირს შორის შვედი აქტივისტი, გრეტა ტუნბერგი და ფრანგი ევროპარლამენტარი, რიმა ჰასანიც იყვნენ.

ნავი Madleen-ის საზღვაო მისია პროპალესტინური და ანტიისრაელური "თავისუფლების ფლოტილიის კოალიციის" მიერ იყო ორგანიზებული.

Madleen-ის დაკავების შემდეგ, ისრაელმა განაცხადა, რომ ნავზე მყოფი ყველა მგზავრის დეპორტაცია მოხდებოდა.

აქტივისტები ცდილობდნენ, რომ ღაზაში სიმბოლური რაოდენობის ჰუმანიტარული დახმარება ჩაეტანათ.

კომენტარები