შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის ბრალდებით 1975 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.მ. დააკავეს.
დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"სამართალდამცველებმა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, გ.მ. - ს საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, სპეციალურად მოწყობილი ე.წ "გროუბოქსები“ - დან ნივთმტკიცებად ამოიღეს ნარკოტიკული საშუალების შემცველი "მცენარე კანაფის“ 33 ძირი" - წერია შსს-ს განცხადებაში.
უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.





