საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია ევროპული პლატფორმა დემოკრატიული არჩევნებისთვის (EPDE) გმობს რეჟიმის მიერ 7 არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშების დაყადაღებას და ევროკავშირს შესაბამისი ქმედებებისკენ მოუწოდებს.
“ანგარიშების დაყადაღება სამართლებრივ დარღვევებს ცდება. ორგანიზაციები, როგორიცაა სამართლიანი არჩევნები (ISFED) დიდი ხნის მანძილზე ხელს უწყობდნენ არჩევნების სანდოობის განვითარებასა და იცავდა ადამიანის უფლებებს საქართველოში. საქართველოს ხელისუფლების მიზანი აშკარაა: ჩაახშოს დამოუკიდებელი ხმა, რომელიც ანგარიშვალდებულად აყენებენ ხელისუფლებაში მყოფებს, განსაკუთრებით კი 2025 წლის 4 ოქტომბერს გასამართი ადგილობრივი არჩევნების ფონზე” - წერს EPDE.
სადამკვირვებლო ორგანიზაცია ევროკავშირს შესაბამისი ქმედებებისკენ მოუწოდებს.
“ ევროკავშირი შეშფოთებული დამკვირვებლობის მაგივრად წამყვან აქტორი უნდა გახდეს. ბოლო ათი წლის მანძილზე ქართველმა ხალხმა დემოკრატიისა და ევროპული ინტეგრაციის მიმართ მხარდაჭერა გამიხატა. ევროპამ მათი სითამამის შესაბამის გადამწყვეტ ქმედებებს უნდა მიმართოს. ევროკავშირის პასუხი იქნება გზავნილი, წარმოადგენს თუ არა ევროპული ღირებულებები ჭეშმარიტ ვალდებულებას, როდესაც მას საფრთხე ემუქრება.
თუ ევროკავშირი ახლა ვერ შეძლებს დაიცვას საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება, ეს იქნება გზავნილი სხვა ავტორიტარული ძალებისთვის, რომ ევროპაში დემოკრატიულ უკუსვლას შედეგები არ მოყვება“ — წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, 27 აგვისტოს ივანიშვილის სატელიტი, ვატო შაქარაშვილის მოძრაობის მიმართვის საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში რეჟიმმა 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშები დააყადაღა - საუბარია ე.წ საბოტაჟის საქმეზე დაწყებულ გამოძიებაზე.
დაყადაღებულია სამოქალაქო საზოგადოების ფონდის, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის, დემოკრატიის მცველების, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას, საფარისა და სოციალური სამართლიანობის ცენტრის.





