რაც შეეხება გუშინ რვიანის გარშემო ატეხილ ხმაურს, მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ მომხდარი ნამდვილად უსიამოვნო ფაქტია. დარწმუნებული ვარ, ეს არც თავად ქალბატონ ჩერგოლეიშვილს მოეწონა და როგორც ვიცი, მან ბოდიშიც მოიხადა.
კიდევ ერთხელ განვმარტავ, დღეის მდგომარეობით "რვიანი" წარმოადგენს მხოლოდ არჩევნებში არ მონაწილე პარტიების კოორდინაციას. დანარჩენ საკითხებზე თითოეული პარტია დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს და თავად არის პასუხისმგებელი საკუთარ ქმედებებზე და რეპუტაციაზე.
ვფიქრობ, საკმაოდ ითქვა უკვე ამ საკითხზე, მეტი დრო აღარ დავკარგოთ და სჯობს ისევ პროტესტზე და წინააღმდეგობაზე გადავერთოთ. 13 სექტემბერს უნდა შევუერთდეთ აქციას და დავიცვათ უვიზო და 4 ოქტომბერს ყველანი უნდა გავერთიანდეთ რუსთაველზე და დავიცვათ საქართველო.





