არასათამვრობო ორგანიზაციები

სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს კოლეგებს – ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები

50-ზე მეტი ორგანიზაცია ერთობლივი განცხადებით სოლიდარობას უცხადებს რეჟიმის მიერ დაყადაღებულ 7 NGO-ს.

ორგანიზაციების აცხადებენ, რომ ამ ქმედებით ივანიშვილის რეჟიმი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მის ინტერესებში არ შედის ევროკავშირთან უვიზო მიმოვლის შენარჩუნება.

"ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების  წინააღმდეგ, რუსეთის ხელისუფლების მსგავსი, სადამსჯელო ნაბიჯების გადადგმა ადასტურებს, რომ ივანიშვილის მთავრობის ინტერესი, საქართველოში განსხვავებული აზრისა და პროევროპული ჯგუფების სრულად განადგურებაა. 

ყოველივე ეს ხდება მაშინ, როდესაც ივანიშვილის მთავრობას მიცემული აქვს კონკრეტული ვადა, აცნობონ ევროკავშირს, უნდათ თუ არა უვიზო მიმოსვლის შენარჩუნება ქართველი ხალხისთვის. 

ივანიშვილის მთავრობა, მსგავსი ქმედებებით, კიდევ ერთხელ უდასტურებს ევროკავშირს, რომ მათი ინტერესებში არ შედის საქართველოს შეუნარჩუნდეს უვიზო მიმოსვლა. 

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების, რომლებიც საქართველოს მოსახლეობის ინტერესების და უფლებების დაცვას ახორციელებენ, საქმიანობის უკანონოდ გამოცხადება მიუთითებს იმაზე, რომ ოცნების მთავრობის ერთ-ერთი მიზანი საქართველოს მოქალაქეების სახელმწიფოს სადამსჯელო ქმედებების წინააღმდეგ დახმარების გარეშე დატოვებაა. არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეჩერებით  ათასობით ადამიანი რჩება უფასო იურიდიული დახმარებისა და სხვა სერვისების გარეშე.

არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები ვდგავართ ჩვენი კოლეგების გვერდით, ვიზიარებთ რა ჩვენს საერთო სწრაფვას თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული საქართველოსთვის". - ნათქვამია ორგანიზაციების განცხადებაში. 

განცხადებას ხელს აწერენ:

  1. პრევენცია პროგრესისთვის (PFP) / Prevention for Progress (PFP)
  2. სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის (CMF)
  3. საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო
  4. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
  5. საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი
  6. სამოქალაქო იდეა
  7. მედიის განვითარების ფონდი (MDF)
  8. ევროპის ფონდი 
  9. საქართველოს ევროპული ორბიტა
  10. საქართველოს მომავლის აკადემია
  11. უფლებები საქართველო
  12. მედიაომბუდსმენი
  13. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
  14. თბილისი პრაიდი
  15. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  16. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
  17. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია (სოვლაბი)
  18. ყვარლის ევროკლუბი / EuroClub Kvareli
  19. სტუდია მონიტორი
  20. ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი(TDI)
  21. ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)
  22. ონლაინ გამომცემლობა პუბლიკა 
  23. საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
  24. სათემო განვითარების ცენტრი
  25. ბათუმელები/ნეტგაზეთი
  26. მედია სახლი-სამხრეთის კარიბჭე
  27. ინდიგო
  28. აი,ფაქტი
  29. გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია ეკო
  30. მედია აპრილი
  31. საქართველოს სასამართლოს გუშაგი
  32. რადიო მარნეული 
  33. თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი
  34. შშმ ქალთა ალიანსი 
  35. რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი
  36. მხარდაჭერის და შესაძლებლობის განვითარების ცენტრი 
  37. შშმ პირთა ინტეგრაციისა და განვითარების ასოციაცია “ჰანგი”
  38. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია 
  39. აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპატრიული დემოკრატიისთვის (EECMD)
  40. მედიაკლუბი                      
  41. ადამიანის უფლებათა ცენტრი    (HRC)    
  42. ღია სივრცე კავკასია  
  43. ახალგაზრდული ორგანიზაცია ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის       
  44. ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი  
  45. წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT)           
  46. მწვანე ალტერნატივა   
  47. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი     
  48. ადამიანის უფლებათა ცენტრი        
  49. დემოკრატ მესხთა კავშირი 
  50. ტოლერანტი
  51. ახალციხის ახალგაზრული ცენტრი
  52. მედია ცენტრი კახეთი
  53. საქართველოს უდიები
  54. სამოქალაქო დარბაზი
  55. დიღმის ჭალები
  56. კონსტიტუციის 78-ე მუხლი 
  57. ინკლუზიური საზოგადოება - საქართველო
  58. ინტელექტუალური კლუბი თაობათა დიალოგი
  59. ინოვაციების და სამოქალაქო განვითარების ცენტრი - პროგრესის სახლი

ცნობისთვის, 27 აგვისტოს ივანიშვილის სატელიტი, ვატო შაქარაშვილის მოძრაობის მიმართვის საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში რეჟიმმა 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშები დააყადაღა - საუბარია ე.წ საბოტაჟის საქმეზე დაწყებულ გამოძიებაზე.

დაყადაღებულია სამოქალაქო საზოგადოების ფონდის, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის, დემოკრატიის მცველების, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას, საფარისა და სოციალური სამართლიანობის ცენტრის ანგარიშები.

კომენტარები