აზერბაიჯანი-რუსეთი

ზატულინი: ალიევმა უკრაინულ კონფლიქტს შეჭრა უწოდა, ეს რუსეთისადმი პირდაპირი თავდასხმაა

კონსტანტინ ზატულინი

რუსეთის დუმის დეპუტატმა და ევრაზიულ ინტეგრაციასა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კონსტანტინ ზატულინმა აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის სიტყვებს რუსეთზე პირდაპირი თავდასხმა უწოდა.

"რაც შეეხება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას, აქ ალიევი ჭეშმარიტების წინაშე არ სცოდავს - აზერბაიჯანს ეს პოზიცია ეჭირა ყირიმის დაბრუნებიდან მოყოლებული. უბრალოდ, ამას ისე დაჟინებით არ აჟღერებდა, როგორც ახლა. თავიდანვე ბაქოს ჩვენგან განსხვავებული, ზოგჯერ მტრული პოზიციებიც ჰქონდა. დროთა განმავლობაში, ამის შემჩნევა დავიწყეთ, მაგრამ კარგი იქნებოდა თავიდანვე შეგვემჩნია." - თქვა ზატულინმა.

ზატულინის მტკიცებით, წარსულში აზერბაიჯანი რუსეთთან ურთიერთობის გაუარესებისგან თავს იკავებდა, თუმცა ახლა მატ აშშ-ს მხარდაჭერა აქვთ.

"რაც შეეხება ფაქტს, რომ ალიევმა უკრაინულ კონფლიქტს შეჭრა უწოდა, ეს უკვე რუსეთისადმი პირდაპირი თავდასხმაა. კარგია, რომ დასკვნები მაინც გამოგვაქვს: არ არის საჭირო აზერბაიჯანის შესახებ თავის მოტყუება და მისი ჩვენს პარტნიორად წარმოდგენა. ეს გაუგებრობა იყო." - თქვა ზატულინმა.

აქამდე ალიევმა ხაზგასმით თქვა, რომ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს და უკრაინისადმი რუსეთის სრულმასშტაბიან აგრესიას "შეჭრა" უწოდა.

კომენტარები