ვუდი ალენი გამოეხმაურა მოსკოვის კინოს კვირეულში მონაწილეობის გამო მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას და განაცხადა, რომ "ომი, რომელიც პუტინმა გამოიწვია, საშინელებაა."
"როდესაც საქმე ეხება კონფლიქტს უკრაინაში, მყარად მჯერა, რომ ვლადიმირ პუტინი სრულიად ცდება. ომი, რომელიც მან გამოიწვია, საშინელებაა." - ამბობს რეჟისორი CNN-თვის გაგზავნილ განცხადებაში.
მისივე თქმით, "თუმცა, პოლიტიკოსებს რაც არ უნდა ჩაედინათ, არ მგონია, რომ ხელოვნებაზე მსჯელობის შეწყვეტა ოდესმე დახმარებისთვის კარგი გზა იყოს."
ამერიკელი რეჟისორი, ვუდი ალენი მოსკოვის კინოს კვირეულზე ონლაინ ჩაერთო.
სამთავრობო მედიების ინფორმაციით, ვუდი ალენმა რუსეთში ფილმის გადაღების სურვილიც გამოთქვა: "რომ მქონდეს მსგავსი შემოთავაზება დავფიქრდებოდი, როგორი შეიძლება იყოს სცენარი იმაზე, თუ რა კარგად გრძნობ თავს მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში". - ციტირებს რეჟისორს კრემლის ერთ-ერთი მედია.
მოსკოვის კინოს კვირეულს პირადად დაესწრო პუტინისტი სერბი რეჟისორი, ემირ კუსტურიცა.
რუსულ ღონისძიებაში ალენის მონაწილეობა დაგმო უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.





