ვუდი ალენი

ვუდი ალენის ახალი ფილმი სან-სებასტიანის კინოფესტივალს გახსნის

Samachar News

ამერიკელი რეჟისორის, ვუდი ალენის ახალი ფილმი Rifkin’s Festival სან-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალს გახსნის. 

მომავალ სურათში მთავარი როლები ოსკაროსანმა კრისტოფ ვალცმა და ლუი გარელმა შეასრულეს. 

სიუჟეტის მიხედვით ამერიკელი წყვილი ესპანეთში, კინოფესტივალზე მიემგზავრება. მოგზაურობა ცოლქმრული პრობლემების მოგვარებას ემსახურება, მაგრამ ქალს ფრანგი რეჟისორი შეუყვარდება, ხოლო ქმარს - ესპანელი მსახიობი.

სან-სებასტიანის, რიგით 68-ე საერთაშორისო კინოფესტივალი მიმდინარე წლის სექტემბერში გაიმართება.

კომენტარები