ამერიკელმა რეჟისორმა, სპაიკ ლიმ, ვუდი ალენის მხარდაჭერისთვის ბოდიში მოიხადა.
1992 წელს ვუდი ალენი ქალიშვილმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, მაშინ 7 წლის იყო. მას შემდეგ, რაც ალენის მემუარები გამოიცა, ეს თემა ჰოლივუდში ხელახლა აქტუალური გახდა.
"ვუდი ალენი დიდებული რეჟისორია და საჯაროდ მისი შერცხვენის პროცესი – ეს არ არის ვუდი... ვფიქრობ, რომ როდესაც უკან მოვიხედავთ, დავინახავთ, როგორ მოვკალით ვიღაც, არ მგონია, შესაძლებელი იყოს ვინმეს ისე ამოშლა ისტორიიდან, თითქოს ის არც არსებულა". – თქვა სპაიკ ლიმ პარასკევს რადიოში.
რეჟისორის ნათქვამს სოციალური ქსელების მომხმარებლების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. რამდენიმე დღის შემდეგ სპაიკ ლიმ ტვიტერზე საჯაროდ ბოდიში მოიხადა თავისი სიტყვებისთვის.
"ძალიან ვწუხვარ, ჩემი სიტყვები არასწორი იყო. მე არასდროს ვიქნები შემწყნარებელი სექსუალური შევიწროებისა და ძალადობის მიმართ. მსგავსი ქცევები დიდ ზიანს იწვევს, რაც ვერ შემცირდება". – დაწერა მან.