საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები

გუნბა: მადლობა მედვედევს და პუტინს აფხაზეთის აღიარებისთვის

მინდა მადლობა გადავუხადო რუსეთის ხელმძღვანელობას 2008 წელს მიღებული გადაწყვეტილებისთვის, ცალკე მადლობას ვუხდი დმიტრი ანატოლის ძე მედვედევს, რომელმაც (გადაწყვეტილებას) ხელი მოაწერა. და რა თქმა უნდა, (მადლობას ვუხდი) ვლადიმირ ვლადიმირ ძე პუტინს, რომელსაც გულწრფელად სჯეროდა და სჯერა ჩვენი სიმართლის. ეს დღე არასდროს მიეცემა დავიწყებას.

თქვა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ბადრა გუნბამ.

2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს "დამოუკიდებლობა" აღიარა. სოხუმში "დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარების დღეს" ზეიმობენ.

კომენტარები