22 აგვისტოს ესტონეთის პრემიერმინისტრმა, კრისტენ მიხალმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ესტონეთი მზადაა, უკრაინაში სამშვიდობო მისიას შეუერთდეს.
ფინელ კოლეგასთან, პეტერი ორპოსთან გამართული შეხვედრის შემდეგ მიხალმა აღნიშნა, რომ ესტონეთი მზადაა, უკრაინაში სამშვიდობო ძალისხმევის ფარგლებში ერთ ასეულამდე ოდენობის სამხედროები გაგზავნოს.
"პუტინის მიზნები არ შეცვლილა. მას მთელი უკრაინა და ევროპაში ამჟამინდელი უსაფრთხოების სისტემის რევიზია სურს. ესტონეთი არასდროს აღიარებს იარაღის ძალით შეცვლილ საზღვრებს," თქვა მიხალმა.
ესტონეთის პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინისადმი ევროკავშირის დახმარება გაიზრდება.
"ევროკომისიის მომდევნო გრძელვადიანი საბიუჯეტო გეგმის მიხედვით, ევროკავშირის მხარდაჭერა ევროპული თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებისა და უკრაინის დახმარების მიზნით მნიშვნელოვნად გაიზრდება," თქვა მან.





