რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

CNN: უიტკოფმა რუსული მედალი CIA-ის მაღალჩინოსანს გადასცა, რომლის შვილიც უკრაინაში დაიღუპა

CNN აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ერთ-ერთ მაღალი რანგის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა CIA-ის მაღალჩინოსანს შვილის რუსული მედალი გადასცა, რომელიც 2024 წელს რუსეთ-უკრაინის ომში რუსეთის მხარეს ბრძოლისას დაიღუპა.

გამოცემა წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უიტკოფს ამ თვის დასაწყისში პირადად გადასცა. მანამდე, CBS News საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით მსგავს ინფორმაციას ავრცელებდა.

CBS News წერდა, რომ ჯილდი უიტკოფს ჯულიანა გალინასთვის უნდა გადაეცა, რომლის 21 წლის შვილი, მაიკლ გლოსი უკრაინაში 2024 წელს გარდაიცვალა

აღსანიშნავია, რომ CBS-ის მიხედვით ეს ჯილდო ლენინის ორდენი იყო, რომელიც სსრკ-ში 1930 წლიდან გაიცემოდა და კავშირის დაშლის, 1991 წლის შემდეგ ამ ორდენით არავინ დაჯილდოებულა. CNN კი წერს, რომ პუტინმა უიტკოფს სიმამაცის ორდენი გადასცა.

სიმამაცის ორდენი რუსეთის ფედერაციის ჯილდოა, რომელიც, როგორც წესი, რუსეთის მოქალაქეებს საგანგებო სიტუაციებში, კატასტროფებისა და ომის დროს გმირობისა და თავგანწირვის გამოვლენისათვის ენიჭებათ.

CNN-ს წყარო უყვება, რომ უიტკოფისთვის, რომელმაც საკუთარი შვილი ოპიოიდური ეპიდემიის დროს დაკარგა, შვილის დაღუპვა ტრავმული გამოცდილებაა, რომელიც პოლიტიკას სცდება. ამიტომ მან საჭიროდ ჩათვალა, მედალი ჯულიანე გალინასთვის, CIA-ს ციფრული ინოვაციების დირექტორის მოადგილისთვის და მის მეუღლისთვის გადაეცა.

"[მედალის მიღებისას ჯულიანე] მეუღლესთან ერთად ტიროდა" - განუცხადა CNN-ს ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა.

წყაროს თქმით, უიტკოფისთვის ეს მომენტი "არ იყო იმაზე, თუ ვინ ვის მხარეს იბრძოდა, არამედ ჩვენს შვილებთან დაკავშირებულ მოგონებებსა და საერთო გზავნილს ეხებოდა: ‘მოდი, დავასრულოთ ეს ომი'".

CIA-ს პრესსპიკერმა CNN-სთვის გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ "მთელი CIA-ს ოჯახი გლოვობს ამ დანაკარგის გამო. ჯულიანემ და მისმა მეუღლემ განაცხადეს, რომ 'ჩვენ გვიყვარდა ჩვენი შვილი და ყოველ წამს ვგლოვობთ მის დაღუპვას'".

"ჯულიანე გალიანამ და მისმა ოჯახმა 2024 წლის გაზაფხულზე წარმოუდგენელი პირადი ტრაგედია განიცადეს, როდესაც მისი შვილი, მაიკლ გლოსი, რომელსაც მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტში დაიღუპა.

CIA მიიჩნევს, რომ მაიკლის დაღუპვა გლოსის ოჯახის პირადი საკითხია და არა ეროვნული უსაფრთხოების პრობლემა" - განაცხადა CIA-ს წარმომადგენელმა.

კომენტარები