თეთრ სახლში ამ წუთებში აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა მიმდინარებს.
"ჩვენთვის დიდი პატივია უკრაინის პრეზიდენტის ხილვა. პუტინთან შეხვედრამ კარგად ჩაიარა, არის შედეგის მიღების შანსი. დღეს თუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, გვექნება სამმხრივი შეხვედრა". – თქვა ტრამპმა შეხვედრის დასაწყისში.
შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ და დონალდ ტრამპმა შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინას სჭირდება აშშ-ს ყველანაირი დახმარება, როგორც შეიარაღება, ისე დაზვერვის მონაცემები.
ტრამპმა ჟურნალისტის კითხვას ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე ასე უპასუხა:
"არ მგონია რომ ცეცხლის შეწყვეტა გვჭირდება, ვმუშაობთ განგრძობით შეხვედრაზე. ვიმუშავებთ უკრაინასთან და ყველასთან, და დავრწმუნდებით, თუ დადგა მშვიდობა, ეს მშვიდობა შენარჩუნდება დიდხანს. არ ვსაუბრობთ ორწლიან მშვიდობაზე, რომლის შემდეგაც ისევ ამ არეულობაში აღმოვჩნდებით".
აშშ-ს პრეზიდენტს ასევე კითხეს, იგეგმება თუ არა ამერიკული მშვიდობისმყოფელი კონტინგენტის შეყვანა კონფლიქტის ზონაში. ტრამპმა უპასუხა, რომ "ამის შესახებ განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს".
ტრამპმა ასევე ილაპარაკა ევროპის ლიდერებზე, რომლებიც ასევე თეთრ სახლში იმყოფებიან.
"ევროპელ ლიდერებს უკრაინის უსაფრთხოებით უზრუნველყოფა სურთ და ჩვენ ამაში დავეხმარებით". - თქვა დონალდ ტრამპმა.
ტრამპმა განაცხადა, რომ ზელენსკისთან შეხვედრის შედეგებს ვლადიმირ პუტინს გააცნობს.





