რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა დაადასტურა, რომ დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
პუტინის თანაშემწემ სამთავრობო მედიებს საუბრის დეტალები გაუმხილა:
- აშშ-სა და რუსეთის ლიდერებს შორის საუბარი 40 წუთი გრძელდებოდა;
- დონალდ ტრამპმა ვლადიმირ პუტინს ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის დეტალები გააცნო;
- ტრამპმა და პუტინმა რუსეთ-უკრაინის პირდაპირ მოლაპარაკებების იდეაზე ისაუბრეს;
- ორივე პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების პირდაპირი შეხვედრების გაგრძელებას;
- ლიდერები შეთანხმდნენ მომავალშიც ხშირად იკონტაქტონ რუსეთ-უკრაინის ომის საკითხზე;
- პუტინმა საუბარში აღნიშნა ტრამპის ჩართულობის მნიშვნელობა კონფლიქტის რეგულაციის საკითხებში;
- რუსეთის პრეზიდენტმა ალასკაში "თბილი დახვედრისთვის", შეხვედრის მსვლელობისას მიღწეული პროგრესისთვის ტრამპს მადლობა გადაუხადა;
ვაშინგტონის სამიტი დასრულდა – ტრამპის, ზელენსკის და ევროპელი ლიდერების პირველი კომენტარები





