მელანია ტრამპმა პუტინს უკრაინიდან გატაცებული ბავშვების შესახებ წერილი გაუგზავნა - რუსეთის პრეზიდენტს წერილი აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ალასკაში გამართულ სამიტზე პირადად გადასცა.
თეთრი სახლის წარმომადგენლებმა წერილის შესახებ დეტალები არ გაასაჯაროვეს.
ცნობისთვის, სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, უკრაინას რუსეთის მიერ 19 500-ზე მეტი მოტაცებული ან რუსეთში იძულებით გადაყვანილი ბავშვი ჰყავს იდენტიფიცირებული, რომელთაგან მხოლოდ 1 480-ის დაბრუნება შეძლეს - ხელისუფლების ვარაუდით, რეალური რიცხვები გაცილებით მაღალია, უკრაინის ომბუდსმენის მონაცმებით, საოკუპაციო ძალებს 150 000-მდე ბავშვი ჰყავთ გატაცებული.





