ფულადი გზავნილები

15 ქვეყანა, საიდანაც ივლისში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2025 წლის ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 336.99 მილიონი აშშ დოლარი (914.6 მილიონი ლარი) შეადგინა, რაც 13%-ით (38.9 მილიონი აშშ დოლარით) მეტია 2024 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

გასული 9 თვის მსგავსად, ივლისშიც ყველაზე მეტი (ჯამური ჩარიცხვების 18.08%) ფულადი გზავნილი ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოვიდა  - 60.93 მილიონი დოლარი, რაც 21.05%-ით მეტია 2024 წლის ივლისთან შედარებით. მეორე ადგილზე ისევ იტალიაა (16.53%), საიდანაც გასულ თვეში 55.72 მილიონი დოლარი გადმოირიცხა - ეს წინა წელთან შედარებით 13.99%-იანი მატებაა.

მესამე ადგილზეა რუსეთი (13.43%) 45.25 მილიონი აშშ დოლარით, რაც 2024 წლის ივლისთან შედარებით 0.47%-იანი კლებაა.

ქვეყნები, საიდანაც გასულ თვეს საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა: 

  1. აშშ - $60.93 მილიონი.
  2. იტალია - $55.72 მილიონი. 
  3. რუსეთის ფედერაცია - $45.25 მილიონი. 
  4. გერმანია - $29.24 მილიონი.
  5. საბერძნეთი - $26.09 მილიონი.
  6. ისრაელი - $24.07 მილიონი.
  7. ყირგიზეთი - $11.29 მილიონი.
  8. თურქეთი - $10.03 მილიონი.
  9. ესპანეთი - $10.02 მილიონი.
  10. ყაზახეთი - $8.66 მილიონი.
  11. საფრანგეთი - $6.61 მილიონი.
  12. გაერთიანებული სამეფო - $6.08 მილიონი.
  13. ირლანდია - $6.01 მილიონი.
  14. პოლონეთი - $3.23 მილიონი
  15. აზერბაიჯანი - $3.2 მილიონი.

სებ-ის ცნობით, 2025 წლის ივლისში საქართველოდან საზღვარგარეთ 37.3 მილიონი აშშ დოლარი (101.2 მილიონი ლარი) გადაიგზავნა, რაც 2024 წლის ივლისის (33.5 მილიონი აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 11.4%-ით მეტია.

კომენტარები