ტრამპი-პუტინის სამიტი

ალასკაში ტრამპსა და პუტინს შორის შეხვედრა დაიწყო

ალასკაში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის შეხვედრა დაიწყო

მანამდე ქვეყნების ლიდერები ერთმანეთს ალასკის ელმენდორფ-რიჩარდსონის საჰაერო ბაზაზე ერთმანეთს შეხვდნენ და ხელი ჩამოართვეს. 

რუსულმა სამთავრობო მედიამ დაწერა, რომ პუტინმა უარი თქვა თავის Aurus-ის ლიმუზინით მგზავრობაზე და სანაცვლოდ აშშ-ს პრეზიდენტს თავის შეჯავშნილ ავტომობილში შეუერთდა. RIA-ს მიხედვით, ტრამპმა პუტინი მანქანაში მიიწვია, რაზეც პუტინი დათანხმდა. 

ამას გარდა, წითელ ხალიჩაზე გამოვლის დროს პუტინს თავზე B-2-ს ტიპის ბომბდამშენმა და ავიაგამანადგურებლებმა გადაუფრინეს.

თეთრი სახლის ინფორმაციით, ტრამპსა და პუტინს შორის შეხვედრა ერთი-ერთზე ფორმატში აღარ გაიმართება. არამედ ორივე ქვეყნის ლიდერებს მრჩევლებიც შეუერთდებიან. გავრცელებული ცნობებით, აშშ-ს მხარეს ტრამპთან ერთად შეხვედრას სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიოც დაესწრებიან. 

რაც შეეხება რუსულ მხარეს, სამთავრობო მედია TASS-ის ინფორმაციით, პუტინთან ერთად შეხვედრაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი და რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე, იური უშაკოვი შევლენ. 

კომენტარები