ტრამპი-პუტინის სამიტი

ტრამპი ზელენსკიზე: თუ ყველაფერი იმუშავებს, ჩავნიშნავთ პუტინთან შეხვედრას

დიდებული და წარმატებული დღე ალასკაში - რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრამ კარგად ჩაიარა, ასევე მქონდა გვიანი სატელეფონო ზარი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ევროპელ ლიდერებთან, მათ შორის, NATO-ს გენერალურ მდივანთან.

ეს განმსჭვალული იყო საუკეთესო გზის საპოვნელად, რათა დასრულდეს ეს შემაძრწუნებელი ომი რუსეთსა და უკრაინას შორის და მიღწეულ იქნეს სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც დაასრულებს ომს და არ იქნება მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელიც ხშირ შემთხვევაში არ არის შენარჩუნებული.

პრეზიდენტი ზელენსკი ვაშინგტონში, ოვალურ ოფისში ორშაბათ შუადღეს მოვა - თუ ყველაფერი იმუშავებს, ჩვენ ჩავნიშნავთ შეხვედრას პრეზიდენტ პუტინთან.

პოტენციურად მილიონბით ადამიანის სიცოცხლე გადარჩება.

წერს აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ Truthsocial-ზე.

კომენტარები