ნარკოდანაშაული

ამოვიღეთ 69 შეკვრად დაფასოებული "მეთადონი" და "მდმ" - შსს-მ მცხეთა-მთიანეთში 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მცხეთა-მთიანეთში წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი ორი პირი 1992 წელს დაბადებული ნ.ც. და 1994 წელს დაბადებული ა.ს., და ასევე, ინდოეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 2004 წელს დაბადებული უ.ა. დააკავეს.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან, შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული 69 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება - "მეთადონი" და "მდმ"-ა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 260-ე კვარტა მუხლის მე-5 ნაწილის "ბ", "ე" ქვეპუნქტებით და მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს". - წერს შსს.

კომენტარები