თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. BUS LANE-ზე ერთმანეთს ავტობუსი და მსუბუქი მანქანა შეეჯახა. როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, მომხდარის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.





