ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში

თბილისში ავტომობილი ქვეითს დაეჯახა - კაცი ადგილზე დაიღუპა

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. შუახნის კაცი, რომელიც  გზაზე გადადიოდა, ადგილზე დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, კაცი ქვეითთა გადასასვლელით არ სარგებლობდა.

ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტრომ უთხრა, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები