ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში

თბილისში, თორნიკე ერისთავის ქუჩაზე ავტოავარიის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა

თბილისში, თორნიკე ერისთავის ქუჩაზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა და რამდენიმე დაშავდა. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. 

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

კომენტარები