ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში

თბილისში მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა – დაშავებულია ავტომობილის მძღოლი

თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულია ავტომობილის მძღოლი. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ითვალისწინებს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს და რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები