აქციებიდან 8 თვის შემდეგ, სპეცრაზმის მიერ ნაცემ ზვიად მაისაშვილს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს.
"პირველ რიგში ძალოვან სტრუქტურებს იყენებენ, რომ დარჩნენ ხელისუფლებაში. სწორედ ამიტომ ამ ადამიანების დასჯა არ აწყობთ. მოძალადეებმა თავიდანვე იცოდნენ, რომ დაცულები იქნებოდნენ, მათი ვინაობა არ გამოვლინდებოდა, ამიტომ იქცეოდნენ ასე არაადამიანურად". - უთხრა TV პირველს მაისაშვილმა.
30 ნოემბერს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო კადრები, რომელშიც აქციის დარბევის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მიერ მაისაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება ჩანს. ვიდეოში სპეცრაზმელი აქციის მონაწილეს სახეში წიხლებს ურტყამს.





