სომხეთი-აშშ

სომხეთში აშშ-სთან ერთობლივი სამხედრო სწავლება დაიწყო

სომხეთში აშშ-სთან ერთობლივი სამხედრო სწავლება Eagle Partner 2025 დაიწყო, რომელიც 20 აგვისტომდე გასტანს.

სწავლების მიზანია საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე დანაყოფების დონის ამაღლება, ასევე მართვისა და ტაქტიკური კომუნიკაციის მოწინავე გამოცდილების გაცვლა.

სწავლების მონაწილეები არიან: სომხეთის შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ბრიგადა, ევროპასა და აფრიკაში აშშ-ს სახმელეთო ჯარები, კანზასის ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეები.

ორი ქვეყნის ერთობლივი სამხედრო სწავლება 2023 და 2024 წლების შემდეგ მესამედ ტარდება.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, სწავლების გახსნის ცერემონიას ქვეყნის თავდაცვის უწყების პირველი მოადგილე, სომხეთის გენერალური შტაბის მეთაური ედვარდ ასრიანი და აშშ-ს ელჩი კრისტინა კუინი დაესწრნენ.

2023 წლიდან სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) წვრთნებში მონაწილეობას აღარ იღებს. 

კომენტარები