სომხეთი-აშშ

ნიკოლ ფაშინიანსა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

დონალდ ტრამპი და ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანსა და ამერიკის არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ინფორმაციას სომხური მედია პრემიერის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, სატელეფონო საუბრის დროს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და მიაწოდა ინფორმაცია სომხეთ-აშშ-ის ურთიერთობების შესახებ. ასევე, განიხილეს რეგიონულ დღის წესრიგთან დაკავშირებული საკითხები.

კომენტარები