აშშ-ჩინეთი

აშშ-მ და ჩინეთმა დაწესებული ტარიფების შემსუბუქების ვადა დამატებით 90 დღით გაახანგრძლივეს

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინფინგი (მარცხნივ) და აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

აშშ-მ და ჩინეთმა დაწესებული ტარიფების შემსუბუქების ვადა დამატებით 90 დღით გაახანგრძლივეს. აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 11 აგვისტოს მოაწერა ხელი ბრძანებას, რომლითაც აშშ-სა და ჩინეთს შორის ვაჭრობის საკითხზე დროებითი შეთანხმება 10 ნოემბრამდე გახანგრძლივდა. 

ეს ნიშნავს, რომ აშშ-ს ტარიფები ჩინეთიდან შესულ იმპორტზე 30%-ზე დარჩება, ხოლო ჩინეთი 10%-იან ტარიფს შეინარჩუნებს ამერიკულ პროდუქციაზე. 

10 აპრილს, აშშ-ს თეთრმა სახლმა განმარტა, რომ ჩინურ იმპორტში აშშ-ს ჯამში, სულ მცირე, 145%-იანი ტარიფი აქვს დაწესებული. 

ჩინეთმა აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების საპასუხოდ, ამერიკულ საქონელზე იმპორტის გადასახადი 84%-დან ასევე 125%-მდე გაზარდა, რაც ძალაში 12 აპრილს შევიდა.

თუმცა, 12 მაისს აშშ და ჩინეთი, სავაჭრო ომის დეესკალაციის მიზნით, შემდეგი 90 დღის განმავლობაში ერთმანეთზე დაწესებული ტარიფების შემცირებაზე შეთანხმდნენ.

კომენტარები