უკრაინის უსაფრთხოების ძალების (СБУ) ცნობით, 9 აგვისტოს დილას დრონებით რუსეთში, თათრეთის რესპუბლიკის დასახლებაში, ყიზილ-იულში Shahed-ის ტიპის დრონების საწყობზე მიიტანეს იერიში.
უკრაინაში გაშვების წერტილიდან რუსეთში სამიზნე საწყობამდე მანძილი დაახლოებით 1 300 კილომეტრია.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ СБУ რუსეთის სიღრმეში რუსული სამხედრო ობიექტების განადგურებას განაგრძობენ, ხოლო Shahed-ის ტიპის დრონების საწყობი ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეა.
СБУ-ს მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ უკრაინული დრონის დარტყმის შედეგად საწყობში ხანძარი ჩნდება.
"Shahed-ების საწყობები, რომლითაც მტერი უკრაინას ყოველ ღამით ატერორებს, ერთ-ერთი კანონიერი სამიზნეა - ყოველი ასეთი სპეცოპერაცია ამცირებს მტრის შესაძლებლობას, რომ უკრაინის წინააღმდეგ დამპყრობლური ომი აწარმოოს". - წერია განცხადებაში.
მანამდე, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებდა ცნობას, რომ 15 ივნისს რუსეთის თათრეთის რეგიონის ქალაქ იელაბუგაში მდებარე დრონების ქარხანაზე იერიში მიიტანეს.
რეგიონის გუბერნატორის, რუსტამ მინიხანოვის ინფორმაციით, თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 13 დაშავდა.





