ალან გაგლოევი

გაგლოევი აგვისტოს ომზე: რუსებმა შეაჩერეს ქართული აგრესია, გადაარჩინეს ათასობით სიცოცხლე

არასდროს დავივიწყებთ, რომ მთელ სამყაროში მხოლოდ რუსეთი დარჩა გადამწყვეტ მომენტში ჩვენს მხარეს. რუსი მებრძოლები, ისევე, როგორც მშვიდობისმყოფელები, მოვიდნენ დასახმარებლად, დადგნენ სულიერი, ხორციელი და ბედის გამზიარებელი ძმების დასაცავად. მათ შეაჩერეს ქართული აგრესია, გადაარჩინეს ათასობით სიცოცხლე, შეაჩერეს გენოციდის კატასტროფის გამეორება. და დღეს სამხრეთ ოსეთი დიდი რუსული სამყაროს ნაწილია, სადაც მშვიდობა ყველაზე ფასეული ღირებულებაა.

თქვა თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთი რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა.

კომენტარები