თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, რომეო ტყეშელაშვილმა გიორგი ახობაძე გაამართლა და ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმი უდანაშაულოდ ცნო.
გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს საპროტესტო აქციიდან სახლში მიმავალი პოლიციამ დააკავა. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა. დაცვის მხარის განცხადებით, გიორგი ახობაძეს ნარკოტიკული საშუალებები ჩაუდეს.
რეჟიმის პატიმრები
მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა გიორგი ახობაძე უდანაშაულოდ ცნო

გიორგი ახობაძე გათავისუფლების შემდეგ




