მზია ამაღლობელის საქმე

მზია ამაღლობელს ბრალი გადაუკვალიფიცირეს და 2 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

მზია ამაღლობელს ბრალი გადაუკვალიფიცირეს და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს - განაჩენი მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოიტანა.

ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელს რეჟიმი ბათუმის პოლიციის უფროსისთვის ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნას სსკ-ს 353-ე პრიმა მუხლით ედავებოდა (პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმა), რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მოსამართლემ განაჩენი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით (წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ) გამოიტანა - რაც ჯარიმას, ან 3 წლამდე თავისუფლების შეზღუდვას, ან 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები