საქართველო-ევროკავშირი

პაპუაშვილი: დანიის პარლამენტს მივწერე, დეზინფორმაციაა, თითქოს EU-ში გაწევრიანება შევაჩერეთ

დანიის პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტიდან გარკვეული პერიოდის წინ მივიღეთ წერილი, რომ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელი არ იქნება მიწვეული ე.წ. კოზაკის ფორმატზე დანიაში, რაც გულისხმობს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ევროპულ საკითხთა კომიტეტების და კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების ევროსაკითხთა კომიტეტების ერთობლივ სესიას და რომ იგივე დასაბუთებით არ იქნება მიწვეული. [...] მე პასუხი მივწერე დანიის პარლამენტის თავმჯდომარეს და კიდევ ერთხელ მოვახსენე, რომ, რა თქმა უნდა, ეს არის დეზინფორმაცია, თითქოს საქართველოს მთავრობამ შეაჩერა ევროპული ინტეგრაცია და უფრო მეტიც, ეს არის კოზაკის წესების დარღვევა და მივუთითე პირდაპირ წესდების მუხლები, რომლებიც უფლებას აძლევს კანდიდატ ქვეყნებს, რომ მონაწილეობა მიიღონ ამგვარ ფორმატებში და არანაირი უფლება არ აქვს არავის, რომ შეზღუდოს ეს მონაწილეობა. შესაბამისად, ჩვენ ახლა ვხედავთ, რომ დანიის ხელისუფლება არღვევს პროცედურებს და ნორმებს. 

თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა, შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, 9 მაისს ვარშავაში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს არაფორმალური სხდომაზე საქართველოს ასევე არ იყო მიწვეული, რასაც მაშინ პაპუაშვილმა ქართველი ხალხის მიმართ "არამეგობრული აქტი" უწოდა.

კომენტარები