საქართველო-ევროკავშირი

პაპუაშვილის თქმით, EU-ს საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე საქართველოს არმიწვევა არამეგობრულია

შალვა პაპუაშვილი

ივანიშვილის წარმომადგენლის, შალვა პაპუაშვილის თქმით, ვარშავაში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს არაფორმალური სხდომაზე საქართველოს არმიწვევა პოლონეთის მთავრობის მხრიდან წარმოადგენს " არამეგობრულ აქტს ქართველი ხალხის მიმართ".

"ეს გადაწყვეტილება არის არამეგობრული აქტი ქართველი ხალხის მიმართ. მთავრობა, რომელიც მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო მოდერნიზატორი [...] რა თქმა უნდა, აქედან ასეთი არამეგობრული ნაბიჯი გასაკვირი არ არის. [...] ის, ვინც არის სააკაშვილის მეგობარი ვერ იქნება ქართველი ხალხის მეგობარი". - პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის ცნობით, 8 მაისს ვარშავაში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს არაფორმალური სხდომაზე, საქართველოს გარდა გაერთიანების წევრობის ყველა კანდიდატი სახელმწიფო მიიწვიეს.

გამოცემა ფორმულას კითხვაზე "რატომ არ იყო საქართველო სხდომაზე მიწვეული", პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ ეს გადაწყვეტილება გამოწვეულია ქართული ოცნების ხელისუფლების ნაბიჯით, შეაჩეროს ევროინტეგრაციის პროცესი.

კომენტარები