ნარკოდანაშაული

ამოღებულია 336 აბი "სუბოტექსი" – შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 2 პირი დააკავა

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი პირები: 1972 წელს დაბადებული ლ.ა. და 1972 წელს დაბადებული გ.ჭ. დააკავეს.

დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"ბრალდებულები საქართველოში ევროპის ერთ-ერთი ქვეყნიდან, თბილისის აეროპორტის გავლით შემოვიდნენ.

სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ლ.ა.-ს თანნაქონი მცირე ზომის ჩანთიდან ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, ხოლო გ.ჭ.-სგან ამოღებულია 336 აბი ნარკოტიკული საშუალება "სუბოტექსი", რომელიც ბრალდებულმა საქართველოში სხეულით შემოიტანა.

პოლიციამ ორივე მათგანი ბრალდებულის სახით დააკავა". - ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს.

კომენტარები