ნარკოდანაშაული

საკონდიტრო პროდუქტის შეფუთვებიდან "მეტადონი", "მდმა" ამოვიღეთ – შსს-მ 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე 1994 წელს დაბადებული კ.ს. დააკავეს.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"სამართალდამცველებმა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ბრალდებულის ბარგის შემოწმების შედეგად, საკონდიტრო პროდუქტის შეფუთვებში დამალული, 2 კილოგრამამდე ნივთიერება აღმოაჩინეს, რომელიც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს: "მეთადონს", "მდმა" -ს , ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერება "კეტამინს" შეიცავს". - წერს შსს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 262-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს.

კომენტარები