ევროკავშირი

2026 წლის 1 იანვრიდან უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში როუმინგის ხარჯისგან გათავისუფლდებიან

ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით 26 წლის 1 იანვრიდან მოლდოვა ინტეგრირებული იქნება ე.წ "ჩაერთე ისე, როგორც სახლის სივრციდან" სისტემაში, რაც ნიშნავს, რომ მოლდოვის მოქალაქეებს შეეძლებათ ევროკავშირის სივრცეში ზარების, ტექსტური შეტყობინებებისა და მობილური ტელეფონის ინტერნეტის გამოყენება დამატებითი ხარჯების გარეშე.

ამ საკითხზე გადაწყვეტილება ევროპის საბჭომ უკრაინასთან მიმართებით 14 ივლისს მიიღო. 

შეთანხმების მიხედვით, მომხმარებლები ისარგებლებენ ინტერნეტის იმავე ხარისხითა და სისწრაფით, როგორც საკუთარ ქვეყანაში. 

კომენტარები